სიახლეები

წლევანდელი ტენდენციით, სამზარეულო მხოლოდ დიასახლისის საქმიანობისთვის განკუთვნილ სივრცეს არ წარმოადგენს, ეს უფრო მულტი-ფუნქციური ოთახია, სადაც კულინარიული შედევრების შექმნის პარალელურად, შესაძლებლობა გაქვთ ისადილოთ, ისაუბროთ, გამართოთ წვეულებები და ეს კუთხე მეგობრების თავშეყრის ადგილად აქციოთ. როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ისე, რომ ფუნქციურიც იყოს, თანამედროვეც და ბევრ სტუმარსაც იტევდეს? გავითვალისწინოთ თანამედროვე დიზაინის ნიუანსები და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება!

 

1. თამამი და ნათელი ფერები

წელს თქვენი სამზარეულო მოდური იქნება, თუ თამამ, ხალისიან ფერებზე გააკეთებთ არჩევანს. შესაძლოა რამოდენიმე ფერის კომბინაციასაც მიმართოთ და შექმნათ კონტრასტი, თუ განსხვავებულ ვიზუალს ეძებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თამამი ფერები აუცილებლად ღია და ნეიტრალური ფერებით დააბალანსოთ .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.სამზარეულოს ვერტიკალური კარადები

დაამატეთ თქვენს სამზარეულოს ვერტიკალური კარადები, რაც დაგიზოგავთ სივრცეს და საშუალებას მოგცემთ, კომპაქტურად შეინახოთ მაღალი ნივთები, აქსესუარები ან სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აქამდე არ იცოდით, უბრალოდ სად შეგენახათ.

 

 

3. სამზარეულოს "კუნძული"

სამზარეულოს "კუნძული" და ბარის სტილში გაკეთებული სასადილო მაგიდა მხოლოდ ტრადიციული დანიშნულებით არ შემოიფარგლება. თანამედროვე ინტერიერში იგი დეკორატიული ავეჯის ფუნქციასაც ასრულებს, რომელზეც ბევრი სათავსოს შეიძლება განთავსდეს და ორიგინალური დიზაინით ოთახი დაამშვენოს კიდეც. შეგიძლიათ ისეთი სტილიც შეარჩიოთ, ბევრი სტუმარი რომ დაიტიოს ირგვლივ!

 

 

4. მოზაიკა


წელს სამზარეულოს დიზაინში დიდი ყურადღება ეთმობა მოზაიკის დეტალებს. მრავალფერი და მხიარული კუბიკებით მოპირკეთებული სამზრეულოს კედელი ვიზუალურად მომგებიანია, ადვილად იწმინდება და რაც მთავარია, წყალგამძლეა. მოზაიკა სამზარეულოს, უპირობოდ, მეტ სიხალისეს ანიჭებს.

 

 

5. ინდუსტრიული სტილის განათება

რას გულისხმობს ინდუსტრიული სტილი? იგი ბევრ ელემენტს მოიცავს, თუმცა გამოვკვეთოთ რამოდენიმე ძირითადი მათგანი:
» შავი მეტალის დეტალები;
» ფოლადის აქცენტები;
» სანათები რკინის დიზაინით;
» ძველმოდური შუშის ნათურები;
» სპილენძის ეფექტები და სხვა.