სიახლეები

სპატიფილუმი
სპატიფილუმი მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც ხალხში „ქალური ბედნიერების ყვავილსაც" ეძახიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მას ქალისთვის ბედნიერებისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია. სპატიფილუმი მზის პირდაპირ სხივებს ცუდად იტანს და საარსებოდ ნათელი, უმზეო ადგილი ან ნახევარჩრდილი ურჩევნია, ამიტომ მისი მოვლა სახლში ძალიან ადვილია. კარგი იქნება, თუ პერიოდულად ფოთლებს სველი, რბილი ნაჭრით გაუწმენდთ -ამით მცენარეს მტვერსაც მოაცილებთ და უკეთ სუნთქვაშიც დაეხმარებით.

ქლოროფიტუმი
ქლოროფიტუმი ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს (განსაკუთრებით ფორმალდეჰიდი), ის ჰაერს მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს და ატენიანებს მას. ოთხ დიდ მცენარეს შეუძლია, ერთი დღე-ღამის მანძილზე, 10 კვ. მ. ოთახის 70-80%-ზე გაწმენდა.

ასპიდისტრა
ასპიდისტრა საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, არ მოსწონს მხოლოდ მზის პირდაპირი სხივები (იწვება). სხვა მხრივ ნებისმიერ პირობებს უძლებს: სინათლისა და წყლის ნაკლებობას, სიცხეს, სიცივეს, ღარიბ ნიადაგს და ა.შ. პერიოდულად გაუწმინდეთ ფოთლები მტვრისგან, ან შეგიძლიათ პირდაპირ ჩამოურეცხოთ ცივი წყლით. ეს ოთახის მცენარე უდავოდ ძალიან ალამაზებს სახლს.

ეპიპრემნუმი
ეს ოთახის მცენარეც ძალიან ადვილად მოსავლელია, შთანთქავს ტოქსინებს. შეგიძლიათ ის სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით დადგათ. მცენარე სწრაფად იზრდება და ხშირად მორწყვასაც არ საჭიროებს.

ფუფალა
პალმისებრთა ოჯახის ეს მცენარე აქტიურად ჟანგბადს დღისით გამოყოფს, აუმჯობესებს და აღადგენს ჰაერის ტენიანობას და შთანთქავს ტოქსინებს, ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს მცენარე ისეთ ოთახში იქნება, სადაც დიდ დროს ატარებთ.