სიახლეები

გთავაზობთ სახლის საახალწლოდ მოსართავი დეკორაციების იდეებს. მორთვის ეს სტილი და ფერები ყველაზე პოპულარულია.

1. ნაძვის ხე
ნაძვის ხე მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, გადატვირთვის გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის სათამაშოები. თეთრი და ნეიტრალური ფერის დეკორაციები უფრო მეტ სიმსუბუქეს და ჯადოსნურ ელფერს შესძენს თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს.

ასევე სტანდარტული ნაძვის ხის ალტერნატივად, შეგიძლიათ გააკეთოთ ნაძვის ფორმის დეკორი კედელზე.

 

2. გამოიყენეთ "ჩრდილოეთის ირმების" გამოსახულებები
ირმები -ზამთრისა და ახალი წლის სიმბოლოა. საახალწლო ირმებს ძირითადად წითელ ფონზე, თეთრ ფერში, ან პირიქით, ხატავენ. ირმების გამოსახულებები დეკორატიულ ბალიშებსა და პლედებზე, ძალიან ეფექტურია.

3. სუფრა
სუფრის გასაწყობად გამოიყენეთ თეთრი, წითელი და გამჭვირვალე ჭურჭელი საახალწლო მაგიდაზე. გააფორმეთ თეთრი ან მბზინვარე შანდლებით, გირჩების და ფიფქების ფორმის დეკორაციებით.

4. გირლანდები და განათება
მოციმციმე ნათურები საახალწლო განწყობის ერთ-ერთი წყაროა. მათი განთავსება მხოლოდ ნაძვის ხეზე არაა აუცილებელი: მორთეთ საწოლი, ჭერი და სკამები. გააფორმეთ ინტერიერი ორიგინალური გირლანდებით.

5. ხელნაკეთი დეკორაციები
დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია ხელნაკეთი დეკორაციები, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივია , ასევე არ დაგავიწყდეთ სასაჩუქრე წინდების ჩამოკიდება და დროდადრო მათი ტკიბლეულით ავსება!