სიახლეები

ახალ სახლში გადასვლის სიხარულს არაფერი შეედრება!
განსახიერებული ოცნებები, სიმყუდროვე, ბედნიერება, სიხალისე, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი ნაბიჯი ცხოვრებაში ...
რა თქმა უნდა ახალი სახლი ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, ემოციებით და სიხარულით სავსე, მყუდრო და გაზომილი ცხოვრება თქვენთვის!
გისურვებთ სახლი ყოველთვის იყოს თბილი და ნათელი, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გარეთ!
ახალი სახლის გასაღები ახალი ცხოვრების გასაღებია!
ახალ სახლში, ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფერი უკეთესია, ვიდრე იყო.

 

 

ინტერიერის დიზაინი დიდ როლს თამაშობს სახლის კომფორტსა და სიმყუდროვეზე!
ამ ბლოგში, 2021 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდებს გაგაცნობთ.


2021 წელს ინტერიერის დიზაინში ტრენდული გახდა დეკორატიული ტიხრებით სივრცის ზონებად დაყოფა, გარდა იმისა, რომ ასეთი ტიხრები ლამაზია, ისინი ნაკლებ ადგილს იკავებენ და ლამაზ გარემოს ქმნიან.

 

ასევე ტრენდულია ე.წ „ეკომეგობრული ინტერიერი", რაც იდეალურია მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სურს მის გარშემო ყველაფერი ბუნებრივი იყოს. ამ სტილის ბინებში ყველაფერი ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული .შეხვდებით ბევრ სიმწვანესა და სივრცეს, რომელიც ყოველთვის მზის შუქით არის განათებული.
ამ წელს ძალიან მოთხოვნადია ე.წ „მინიმალიზი", რაც გამოირჩევა მაქსიმალური სივრცით, ამრეკლავი ზედაპირებით, ბუნებრივი სინათლითა და უბრალოებით. გამოიყენება შემდეგი მასალები: ქრომი, კერამიკა, მინა, პლასტმასი და ქვა.

 

 

რაც შეეხება ფერებს: ამ სეზონზე პოპულარულია თეთრის, ნაცრისფერისა და გრაფიტის კომბინაცია. ასევე დილის ცის ვარდისფერისა და პასტელური ქვიშისფერ-კრემისფერი.

 


2021 წელს დეკორირებაში უფრო და უფრო პოპულარული გახდა მინა მისი ამრეკლავი თვისებების გამო, მინა ნებისმიერ ოთახს სივრცითა და სინათლით ავსებს. ეს მასალა განსაკუთრებით საჭიროა მცირე ფართის ბინებში.

 

უფრო დეტალურად ყველა საკითხს ჩვენს შემდეგ ბლოგში განვიხილავთ.

გისურვებთ ბედნიერებას თქვენს ახალ სახლში!