სიახლეები


მონოქრომი არის მიმართულება, რომელიც მუდმივად მისაღები იქნება ნებისმიერი ადამიანის სახლის ინტერიერისთვის. მისი ყველა ნაწილი თანაბარად კლასიკურია.
ფერი - წლის მთავარი ფერი კლასიკური ლურჯია, თუმცა გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე მასთან ერთად საპატიო ადგილს იკავებენ: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, იასამნისფერი ...

 


მონოქრომი ინტერიერში ყოველთვის მოდური, დახვეწილი და შთამაგონებელია.


ამ კომბინაციას შემოაქვს კომფორტი და სიმყუდროვე. სწორედ ამიტომ, მუდმივად აქტუალური და ეფექტურია ინტერიერის დიზაინში.
მონოქრომული ინტერიერი ყოველთვის ძალიან მოთხოვნადია.


ლაკონურობა, სიმარტივე, ფუნქციურობა, მონოქრომული ფერები - ეს მინიმალისტური დიზაინის დამახასიათებელი თვისებებია. მინიმალიზმი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია.
ინტერიერის ამ სტილზე გარკვეული სტერეოტიპებიც არსებობს. მონოქრომული ფერების გამო ბევრი ფიქრობს, რომ ოთახში ერთფეროვანი გარემო იქმნება. ერთი მხრივ, ეს მოსაზრება მართალია, რადგან მინიმალისტური დიზაინი ორ ძირითად ფერს მოიცავს - თეთრი და შავი,მაგრამ მრავალფეროვნება პასტელურ ფერებსა და ხალიჩებს შემოაქვთ. ინტერიერის დიზაინში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი, მკვეთრი ფერები. აირჩიეთ ისეთი ტონები, როგორებიცაა, კრემისფერი, მონაცრისფრო-ყვითელი და მეწამულისფერიც კი.

 


რაც შეეხება ავეჯს, მინიმალისტური ავეჯი მულტიფუნქციურობას მოისაზრებს. ამ სტილის ინტერიერში მთავარი ხომ თავისუფალი სივრცის ქონაა. მისაღებ ოთახში წამყვანი ატრიბუტი დივანი და ყავის მაგიდაა. სათავსოდ კი ისეთი მოდულური კედლები გამოიყენება, რომლებიც დაფარულ უჯრებს მოიცავს.

 


საძინებელ ოთახში მინიმალისტური დიზაინის შექმნისას სიმარტივე ყველაზე მთავარი პირობაა. ავეჯი გეომეტრიული ფორმების უნდა იყოს და ძალიან ცოტა დეკორატიულ ორნამენტს მოიცავდეს. საძინებლის ავეჯი დაფარული სათავსოებით უნდა იყოს აღჭურვილი: ჩაშენებული კარადები და სათავსოიანი საწოლები საუკეთესო ვარიანტია. სამზარეულოში მაგიდა მართკუთხა ან წრიული ფორმის უნდა იყოს. შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ხისგან, მეტალისგან ან ქვისგან.

 


მინიმალისტურ სააბაზანო ოთახში ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა მინიმუმამდე არის დაყვანილი. მარტივი დიზაინი და სუფთა გეომეტრიული ხაზები სააბაზანო ოთახის მინიმალისტური დიზაინის მახასიათებელია.

 


მცირე ფართის დიზაინის ბინებისთვის ინტერიერის ეს სტილი სივრცის დაზოგვის მხრივ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.