სიახლეები

ზაფხული ნათელ და პოზიტიური დღეებთან ასოცირდება. იმისთვის, რომ ჩვენს განწყობას ჩვენი საცხოვრებელი გარემოც შეესაბამებოდეს საჭიროა ინტერიერის განახლება. ამისთვის არ არის საჭირო მასშტაბური ცვლილებები, რამდენიმე მარტივ დეტალსაც კი შეუძლია თქვენი ინტერიერის გარდაქმნა.
ჩვენს ბლოგში გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ ხერხს, რომელიც თქვენს ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

 

 

დეკორატიული ბალიშები

ეს ყველაზე იოლი გზაა ოთახში ფერების და ინდივიდუალიზმის შემოსატანად. არ შეგეშინდეთ ღია და მკვეთრი ფერების! შეარჩიეთ ფერთა პალიტრა, რომელიც თქვენ განწყობაზე დადებითად მოქმედებს!

ფერადი ხალიჩა

ახალ, ფერად ხალიჩას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ინტერიერი. ლამაზი, ორიგინალური ორნამენტებით და ფერებით გაწყობილ ხალიჩას ყველაზე მოსაწყენი ინტერიერის გახალისებაც კი შეუძლია. მას შემოაქვს სიმყუდროვე და სიახლე თქვენს სახლში.

ხალიჩის შერჩევისას კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ თქვენი ინტერიერის სხვადასხვა დეტალების, ფარდების, ავეჯის და ტექსტილის დიზაინს.

 

ახალი ფარდები

სპეციალისტები გვირჩევენ რეგულარულად შევცვალოთ ფარდები სეზონის მიხედვით. ზამთრის მძიმე მუქი ფარდები ჩაანაცვლეთ მსუბუქი ფერადი ქსოვილით, ის ინტერიერის მეტ ბუნებრივ შუქს და სიმსუბუქეს შემოიტანს. არ მოგერიდოთ ღია, ნათელი და თამამი ფერების. ცისფერი, ყვითელი, მწვანე და სხვა ლამაზი ფერები თქვენს ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს!

 

საკუთარი ხელით შექმნილი დეკორის ელემენტები!

ძალიან აქტუალურია სხვადასხვა ნივთების საკუთარი ხელით კეთება.

​საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები ინტერიერს ორიგინალურ და მყუდრო იერს შემატებს. ხოლო ლამაზი ფერები მას უფრო გამოაცოცხლებს!

 

ყვავილები !

არაფერი არ ქმნის საზაფხულო განწყობას ყვავილებზე უკეთ. სხვადასხვა ფორმის, ფერისა და სურნელის მქონე თაიგულს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
ცოცხალი მცენარეები ოთახს სიმყუდროვეს და კარგ განწყობას მატებენ.
ზაფხულს არაფერი ისე არ უხდება, როგორც ფერადი და სურნელოვანი ყვავილები. მათი სურნელი და იერი გიქმნით დადებით განწყობას მთელი დღის განმავლობაში. ასევე მათი სილამაზე აცოცხლებს ინტერიერს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოთნის ყვავილები, რომლებიც საზაფხულო განწყობას მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ.