სიახლეები

 

სახლის მოწყობისას პირველი საფეხური შესაფერისი სტილის არჩევაა, შემდეგ ინტერიერის დიზაინერების დახმარებით ან მარტო ვარჩევთ შპალიერს, სახლის ფერებსა და ზოგადი ინტერიერის შთაბეჭდილებას ვიქმნით. ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით ავეჯის დროც დგება, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი პერიოდი იწყება, რადგან უნდა მოვიფიქროთ, როგორი და რა სტილის ავეჯი მოუხდება ჩვენს სახლს. ხშირად ამბობენ, რომ ხის ავეჯი უკეთესია, რადგან ხე ბუნებრივი მასალაა და „სუნთქავს" !

 

 

ხეს აქვს სიმტკიცე, ის მყარი, გამძლე მასალაა !

 

ხის ავეჯის პირველი უპირატესობა სიმტკიცეა. მეტალთან შედარებით ხე ბევრად უფრო მსუბუქია, თუმცა ის წარმოუდგენლად ძლიერი, გამძლე და მტკიცეა.

ხეს მძიმე წონის ატანა შეუძლია, თავისზე ბევრად მეტ კილოგრამებს უძლებს და არ ზიანდება.

 

 

ლითონისგან განსხვავებით ხე უფრო მოსახერხებელი მასალაა!

 

მარტივია მისი გადაკეთება, შეცვლა და სრულიად სხვა ფუნქციით მისი გამოყენება.

ასობით მაგალითია იმისი, თუ როგორ ამზადებენ უბრალო მორისგან ჟურნალების მაგიდას და როგორ იყენებენ ერთი ხის ნაჭერს ავეჯის შესაქმნელად. ხის ავეჯს რამდენიმე ბალიში, ქვეშაგები და რბილი ნაჭერი სჭირდება და მასზე მოსახერხებელს ვერაფერს ნახავთ.

 

 

ხის ავეჯი საუკეთესო თერმორეგულაციისთვის !

 

იმის გარდა, რომ ხე მყარი და კომფორტულია, მას სითბოს შეკავების საოცარი უნარი აქვს. ხეს შეუძლია სტაბილურად რამდენიმე საათი შეინახოს სითბო. სითბოს შეკავება ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ ის ბგერებს აკავებს, ექოს არ ქმნის და დიდ ოთახებში ხმის კარგი მაკონტროლებელია.

 

 

ხის ავეჯი მრავალფეროვანია !

ყველა გასაოცარ თვისებასთან ერთად, ხის ავეჯი მრავალფეროვანია, ბუნებაში მილიონობით ხის ჯიში არსებობს, სამშენებლოდ კი ათასობით სხვადასხვა ჯიშს იყენებენ.

ამ თვისების გამო, შეგიძლიათ სახლში სიახლისა და მრავალფეროვნების შეგრძნება ერთმანეთისგან გასნხვავებული ხის ჯიშებისგან დამზადებული ავეჯით შექმნათ.

 

 

ხე ბუნებრივი მასალაა !

ბოლო და უმთავრესი, ხე ბუნებრივი მასალაა, მისი აღდგენა ახალი ხის დარგვით ხდება და მარტივად განახლებადია.

ხის დამუშავება უფრო ნაკლებად აზიანებს გარემოს ვიდრე ფოლადის ან ბეტონის.