ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ყველაზე დიდ უბანში!


პროექტის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსი „ახალი გლდანი" მოიცავს 5 საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც განთავსდება 2 ჰექტარ მიწის ფართობზე. სრული სამშენებლო ფართი 60000 კვ.მ შეადგენს, მოიცავს 950-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულს სარეკრიაციო ზონას.

მშენებლობის პირველი ეტაპი მოიცავს 2 კორპუსს "ა" და "ბ" ბლოკს, რომელთა მშენებლობაც 2018 წლის ივნისი-აგვისტოში დასრულდა.

მეორე ეტაპი გულისხმობს "გ" ბლოკს, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2017 წლის დეკემბერში და მოიცავს 160 ბინას, მიწისქვეშა პარკინგს, ბარდება თეთრი კარკასით.

მშენებლობა დასრულდა- 2019 წლის დეკემბერში.


მესამე ეტაპი გულისხმობს "დ" ბლოკს, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2018 წლის ნოემბერში და მოიცავს 160 ბინას, მიწისქვეშა პარკინგს, ბარდება თეთრი კარკასით,

მშენებლობა დასრულდა- 2020 წლის აგვისტოში.


მეხუთე ეტაპის "ე" ბლოკის მშენებლობა დაიწყო 2020 წლის ნოემბერში და მოიცავს 164 ბინას , მიწისქვეშა პარკინგს.

მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ნოემბერში.

 

მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი ხელმისაწვდომ ფასად!


ტექნოლოგიები

მშენებლობაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური ბლოკები და გერმანული 30 მარკის ბეტონი,ასევე ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ  ენერგოეფექტურობას და მაქსიმალურ ხმის იზოლაციას.

მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 8-9 ბალისა.

მშენებლობის ვადების და ხარისხის დაცვა, ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

 

მდებარეობა

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გლდანში, ქერჩის #6-ში შენდება. მდებარეობის მთავარი უპირატესობებია: სიახლოვე გლდანის რ-ნის ცენტრალურ ნაწილთან და მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან (მეტრო სადგური ახმეტელი სულ რაღაც  650 მეტრშია) ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა.

 

ახალი, მშვიდი და გამწვანებული სივრცე!


კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა

კომპლექს გააჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც კომფორტულ ცხოვრების წინაპირობაა.კომპლექსის ტერიტორია იქნება  გამწვანებული, მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები და დასვენებისათვის განკუთვნილი მოვლილი რეკრეაციული ზონები. კომპლექსის განსაკუთრებული სიამაყე კვიპაროსის ხეივანია.

ბავშვები ნამდვილად არ მოიწყენენ სხვადასხვა გასართობი საშუალებებით აღჭურვილ სათამაშო მოედანზე. მოზრდილებისათვის კი მოეწყობა სპორტული მოედანი.

კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია დიდი სივრცე სავაჭრო ობიექტებისა.

მომავალ ბინათმფლობელებისთვის შეიქმნება :


  • ✔ მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი;
  • ✔ 2 მაღალი ხარისხის ლიფტი ყველა სადარბაზოში;
  • ✔ მოწესრიგებული ჰოლი და სადარბაზო ;
  • ✔ კერამიკული ფილებით მოპირკეთებული და შემინული ტერასები და აივნები;

 

კომერციული და საოფისე სივრცე

ახალი უბნის ინტენსიური განაშენიანება თქვენი წარმატებული კომერციული საქმიანობის საწინდარია.

კომფორტული პარკირების სისტემა, საოფისე და კომერციული ფართების მოსახერხებელი გეგმარება , პრეზენტაბელური ჰოლი უზრუნველყოფს კომპლექსის კომერციული ინფრასტრუქტურის პერსპექტიულ განვითარებას.

საოფისე ფართებს გააჩნია დიდი ტერასები , რომელიც გადაჰყურებს ქალაქს, ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას შეიქმნას გამწვანებული სარეკრიაციო ზონები პირდაპირ ოფისში.

 

ტიპიური სართული

შეიქმნება სხვადასხვა ტიპის ოპტიმალური გეგმარებები, რათა მომავალმა ბინამლობელებმა შეძლონ შეარჩიონ ბინა მოთხოვნების შესაბამისად.

საცხოვრებელი ბინები იწყება 39,6 კვ.მ დან,  ჭერის სიმაღლე 2,95 მეტრია , ყველა ბინას აქვს დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და მოწყობილი  აივნები.

გათბობის და კონდიციონერების სისტემებისათვის აივნებზე გათვალისწინებულია დახურული ზონები.

ბინები ბარდება, როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით, ასევე სრული რემონტით.

ბინების გეგმარებიბი და ინტერიერის დიზაინი მომავალი ბინათმფობელების სურვილების მიხედვით იქნება შესრულებული.

რემონტისთვის კომპანია იყენებს მხოლოდ ცნობილი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალებს და გათბობის სისტემებს , რაც დიდი ხნით უზრუნველყოფს ბინის სიმყუდროვესა და კომფორტს.

 

 

მეტრო სადგური „ახმეტელის თეატრი" - 0,650 კმ    გლდანის ავტოსადგური - 1,5 კმ    ჰიპერმარკეტ „კარფური -გლდანი" - 1 კმ 


სარეკრეაციო ზონა

კომპლექსის ტერიტორია არის გამწვანებული და კეთიმოწყობილი ფეხით სასიარულო ბილიკებით და დასვენებისათვის განკუთვნილი რეკრეაციული ზონებით, კომპლექსის განსაკუთრებული სიამაყე კვიპაროსის ხეივან

მიწისქვეშა ავტოსადგომი

შენობის ქვედა დონეზე განთავსებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი საიდანაც ლიფტის საშუალებით კომფორტულად შესაძლებელი იქნება ბინაში მოხვედრა.

სასპორტო კომპლექსი

ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის მოწყობილი იქნება საბავშვო და სპორტული მოედანი