სამშენებლო კომპანია ახალი თბილისი
პროექტები

კომპანიის შესახებ

სამშენებლო კომპანია „ახალი თბილისი” წარმოადგენს საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას.  ჩვენ მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც განსაზღვრავს მაღალი სტანდარტების დაცვას თითოეული პროექტში.  

ასევე, ჩვენი კომპანია იყენებს ინოვაციურ საინჟინრო და სამშენებლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, უსაფრთხოებას და უმაღლეს ხარისხს თითოეულ პროექტში.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული თანამედროვე სამშენებლო დანადგარები და ტექნიკა მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაოების ეფექტიანობასა და სიზუსტეს.

"ახალი თბილისი" – განვითარება და წარმატება 2015 წლიდან

ჩვენი კომპანიის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც ბაზარზე შევქმენით და დავნერგეთ კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტები.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ წარმატებით და დათქმულ დროში დავასრულეთ 6 მასშტაბური პროექტი, რომლის მიწის ფართობი აღემატება 2 ჰექტარს, ხოლო სამშენებლო ფართობი ჯამში აღემატება 90,000 მ² თ — რაც ნათლად ასახავს კომპანიის შესაძლებლობებს, პროფესიონალიზმსა და ხარისხზე ორიენტირებულ მუშაობის სტილს.
დღეს ახალი გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ყველაზე დიდ უბანში, რომელიც აერთიანებს 1600 – ზე მეტ ბინას, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, გამწვანებულ სარეკრეაციო ზონებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ამჟამად უკვე დასრულებულია 6 კორპუსი, კიდევ 2 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მე-7 და მე-8 ბლოკები აერთიანებენ 550-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, საოფისე და კომერციულ ფართებს, 2 დონიან მიწისქვეშა პარკინგს , დაცულ სარეკრეაციულ ზონას და მყუდრო გამწვანებულ სივრცეს. ამ ორივე ბლოკების მშენებლობის დასრულება იგეგმება 2029 წლის შემოდგომას.
ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელია – ვაშენოთ მაღალი ხარისხის, კომფორტული და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცეები, სადაც ცხოვრება სიამოვნებად იქცევა.

ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

ახალი თბილისი - ახალი თბილისი - ახალი თბილისი - ახალი თბილისი - ახალი თბილისი

ხარისხი და სანდოობა

ჩვენი უპირატესობები

მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება

თანამედროვე ტექნოლოგიები

მშენებლობის მაღალი ხარისხი და ვადების დაცვა

გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მიდგომა​

დაგვიკავშირდით

გაეცანით ჩვენს პროექტებს და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს