ჩვენ

შესახებ


სამშენებლო კომპანია  „ახალი თბილისი"  ერთერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქარველოში. კომპანიის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს აქვს მრავალწლიანი  უნიკალური გამოცდილება  რუსეთისა და უკრაინის ბაზრის  სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში.

ჩვენი კომპანიის  საკუთებაშია თანამედროვე სამშენებლო ტექნიკა , ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და რაც მთავარია, გამოვირჩევით ფინანსური დამოუკიდებლობით, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების ხარისხსა და სანდოობაზე.

სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობების დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ობიექტების  ოპტიმალური ღირებულებების  შენარჩუნებას. 

ჩვენი კომპანიის ღია და გამჭირვალე პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი მიდგომა არის კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან  მეგობრული ურთიერთობების საწინდარი, რაც ჩვენი კომპანიის წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ჩვენი მისია

შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე და დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება. ჩვენ მივისწრაფით , საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება იცხოვროს მაღალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ ვქმნით ქალაქის ყველაზე დიდ უბანში ახალ ,მშვიდ და გამწვანებულ სივრცეს.

 

ჩვენი გუნდი

„ახალი თბილისის" დინამიური და სტაბილური განვითარება განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.  მრავალწლიანი შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ,  როგორც სამშენებლო მასალებს და შესრულების ხარისხს, ასევე ფართის ოპტიმალურ დაგეგმარებას. ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მშენებლობის ვადების და ხარისხის დაცვა.