სიახლეები

Comersant.ge


საქართველოში 14 მილიონიანი ინვესტიციის განხორცილების შესახებ პრეზენტაცია 16 თებერვალს, სასტურმო ამბასადორში გაიმართა. ინვესტორი თბილისში დაბადებული, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე იური სარქისიანია, რომელსაც ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვაში.

 „ახალი თბილისი"- ამ ბრენდით შემოვიდა ინვესტორი ქართულ სამშენებლო სექტორში. „ახალი გლდანი"- ეს არის კომპლექსური განაშენიანება უნიკალური ინფრასტრუქტურით, რომლის საერთო მოცულობა   53 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინვესტორმა ამჟამად 150 ადამიანი დაასაქმა, - აცხადებენ კომპანიაში. 

  ღონისძიბას გახსნის დაესწრო ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

 „ახალი თბილისსი" ამ ეტაპზე სამშენებლო ბიზნესში უკვე ჩადებულია 5 მილიონი ა.შ.შ დოლარი და შემდეგი სამი წლის მანძილზე განხორციელდება კიდევ 9 მილიონიანი ინვესტიცია. ამჟამად „ახალ გლდანში" დასრულებულია ყველა კვლევითი სამუშაო და აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. პირველი რიგის მშენებლობა სრულდება 2018 წელს გაზაფხულზე, ამ ეტაპზე კი აღნიშნული კორპუსების მე-9 სართულია დასრულებული. კომპანია ეკონომ კლასის უსაფრთო და ხელმისაწვდობ ბინებს აშენებს მომავალი თაობისთვის და დიდ აქცენტს აკეთებს ხარისხზე, ინფრასტრუქტურაზე და გამწვანებაზე. მთლიანად კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.