სიახლეები

რემონტის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რათა უზარმაზარ არჩევანში სწორი ვარიანტი ავირჩიოთ. ჩვენ შევეცდებით, მოგცეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა ინტერიერის მოსაწყობად.

 

თუკი სახლში დომინირებს ხის მასალა, როგორც ავეჯის ისე იატაკის სახით, ეს თეთრი ფერის ფონზე უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს ბინას.

 

 

 

სახლის მცენარეებით გაფორმება კომფორტის და სიმყუდროვის შესაქმნელად  საუკეთესო ხერხია,  ამიტომ გირჩევთ, რომ საკუთარ სახლში ბუნების ელემენტები შეიტანოთ . თუ თქვენს სახლს დიდი ვიტრაჟული ფანჯრები აქვს შეგიძლიათ ასეთი საოცრება გააკეთოთ, რისთვისაც მხოლოდ მინა, ხის ჩარჩო და თქვენთვის საყვარელი მცენარეების ფოთლები დაგჭირდებათ .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბუნებასთან სიახლოვისთვის, შეგიძლიათ აივანი გამოიყენოთ და ისე მოაწყოთ, რომ თავს კომფორტულად, მყუდროდ და მშვიდად გრძნობდეთ.ასეთ ადგილას დილით ყავის დალევას არაფერი ჯობია.თუ ყვავილები გიყვართ შეგიძლიათ, რომ აივანი ნამდვილ სამოთხის ბაღად აქციოთ, სადაც სასიამოვნო გარემოსთან ერთად საოცარი სურნელი იტრიალებს, ამასთანავე საუკეთესო ადგილია საუზმობისთვის და იდეალური დილის დასაწყებად.

 

 

სამზარეულოში თეთრი და ხის ფერი ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

 

 

რაც შეეხება აბაზანას, ინტერიერის გაფორმებისას გამოიყენეთ ღია ფერები - ასე სივრცეს ვიზუალურად გაზრდით. რაც შეეხება აქცენტებს, უმჯობესია მინიატურული დეტალები შეარჩიოთ, მაგრამ არსებობს გამონაკლისი - მაგალითად, ერთ მკვეთრი ფერის მსხვილი დეტალი ყურადღებას მიიპყრობს.

 

 

საძინებელი არის ჩვენი დასვენების ადგილი , სადაც დიდ დროს ვატარებთ . რათქმაუნდა , გვინდა ეს ზონა იყოს მყუდრო და კომფორტული. საძინებელი ოთახი უნდა იყოს მყუდრო და კომფორტული, მოერიდეთ ზედმეტი და უსარგებლო ნივთების შეტანას საძინებელში და დატოვეთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია! მშვიდი და ნათელი ფერები საძინებელში დასასვენებელ განწყობას ქმნის, თეთრი და პასტელური ფერები ამაღლებს განწყობას, ასევე აუცილებელია თეთრეულის სწორად შერჩევაც, უმჯობესია თეთრი და ნათელი ფერის.