სიახლეები

 

კომპაქტური ავეჯი

 

ღია აივანზე გირჩევთ მოათავსოთ კომპაქტური, გასაშლელი
ავეჯი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად ძლიერი ქარის ან წვიმის დროს შეძლოთ მისი აღება და შენახვა.

მაქსიმალურად გამოიყენეთ კედლები

როდესაც აივნის სივრცე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ერთდროულად განათავსოთ ავეჯიც და ქოთნის ყვავილებიც, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ კედლის სტელაჟს, რომელზეც ლამაზად განათავსებთ ლამაზ ყვავილებს. ასევე გამოიყენეთ აივნის მოაჯირი, მასზე დაამაგრეთ ერთი დიდი მოცულობის ქოთანი, რომელშიც მოათავსებთ პატარ-პატარა ქოთნებს ან პირდაპირ პატარა ზომის ქოთნები განათავსოთ.

 

 

სრული გამწვანება

 

გირჩევთ შექმნათ მწვანე ზონა, ე.წ. მინი-ბაღი მსხმოიარე პატარა ქოთნის ხეებით და ხვიარა მცენარეებით, ასევე ლამაზი ქოთნის ყვავილებით. 

იდელურია, თუ თქვენი აივანი სამხრეთით მდებარეობს, მაშინ თქვენ მწვანე მცენარეებს სინათლისა და სითბოს დეფიციტი არ ექნება. ღია და ნეიტრალური ტონების გამოყენება სასურველია არა მხოლოდ თქვენს საცხოვრებელ ბინაში, ოთახში, არამედ აივანზეც.

 

 

განათება

 

ალბათ იტყვით, რომ დამატებითი განათება აივანს არაფერში სჭირდება და ერთი შეხედვით მართლებიც იქნებით, თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, ზაფხულის თბილ საღამოს დამატებითი ბრა ან პატარა ნათურა თქვენს აივანს კიდევ უფრო სიმყუდროვეს შესძენს.