სიახლეები

 

ბინის კომფორტულობა, პრაქტიკულობა და სილამაზე, სულაც არ არის დამოკიდებულ მის კვადრატულობაზე. პატარა ბინა არ ნიშნავს, რომ ის ვერ გახდება თქვენი ოცნების სახლი! სტუდიო ტიპის პატარა ბინაც კი, შესაძლებელია ისე დაგეგმოთ და მოაწყოთ, რომ იყოს მყუდრო, კომფორტული და ყველა დეტალით აღჭურვილი, რაც სახლში სიმშვიდისა და კომფორტისთვის აუცილებელია.
ამ ყველაფრისთვის კი უბრალოდ სწორად დაგეგმარებაა საჭირო.

 

მცირე ბინის ყველა ოთახს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციური დატვირთვა აქვს. თანამედროვე პატარა ბინებში სხვადასხვა სივრცის დახვეწილი გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზაა.

რაც უფრო პატარაა სახლი, მით მეტად საჭიროებს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. მცირე ფართობის ბინა უმჯობესია ერთ სტილში გავაფორმოთ. რაც უფრო მეტად ერთიანია, მით ფართოდ გამოიყურება.

 

 

თითოეული ნივთი პატარა სივრცეში არა ერთ, არამედ რამდენიმე ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მაგალითად, წიგნების კარადა ტანისამოსის ჩასალაგებელი უჯრებით. ამასთან, კარადებიც ღია ფორმის სჯობს, რადგაც ბევრი დახურული კარი ოთახში დატვირთული იერის შემქმნელია. კარგი მიგნებაა კედელზე სარკის დაკიდება. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ის ვიზუალურად ადიდებს ოთახს.

პატარა ბინაში სჯობს გარდერობს ადგილი გამოუნახოთ, ვიდრე ბევრი კარადა დადგათ. თუ საძინებელი მოგრძო ფორმისაა, შესაძლებელია მას ბოლო ნაწილი მოაკლდეს, რითაც ოთახის პროპორცია უფრო მეტად მოიგებს და ზედმეტი კარადის ადგილიც დაიზოგება.

 

 

 

შესაძლებელია პატარა აივნის ნამდვილ წალკოტად გადაქცევა, თანაც ეს სულაც არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. სადა დიზაინის ავეჯით და მცენარეებით, თქვენი აივანი სახლის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად გადაიქცევა, სადაც მშვიდად დასვენებას და ყავის დალევას და ხედებით ტკბობას მოახერხებთ

 

 

სამზარეულოს კედელზე როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკული დანიშნულებით, შესაძლებელია მწვანილებისა და სანელებლების დაფა მოთავსდეს.

 

 

სამზარეულოს ნათელ ფერებში გადაწყვეტა კი ერთი-ორად სასიამოვნო პროცესად აქცევს ფუსფუსსა და გემრიელი სადილის მომზადებას.

 

 

მცირე ფართობის ბინები არაა მიზეზი უარი ვთქვათ თამამ დიზაინერულ ექსპერიმენტებზე. ორ, სამ თუ ოთხ ათეულ კვადრატულ მეტრში სავსებით შესაძლებელია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა.