ინტერიერის დიზაინში ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად ფერების სწორი შერჩევა ერთ-ერთი უმთავრესია.
ლურჯი!
მუქი ლურჯი ფერი 2021 წლის ტრენდია . მას შეგვიძლია ამ წლის ახალი შავი ვუწოდოთ . ამ ფერის მუქი პასტელური ტონალობები ქმნიან ელეგანტურ და დახვეწილ ინტერიერს. ლურჯი ფერი სიმშვიდესთან, სტაბილურობასა და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ნდობა და რწმენა უმნიშვნელოვანესია, რასაც სწორედ ეს ფერი გვაძლევს.
ნაცრისფერი და ყვითელი !
2021 წლის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის Pantone-ს მიხედვით, ამჯერად ორი ფერის - მკვეთრი ნაცრისფერის და კაშკაშა ყვითელის კომბინაცია იქნება. ეს ორი დამოუკიდებელი ფერი, ერთობლიობაში სიძლიერისა და იმედის სიმბოლოს გამოსახავს. ნაცრისფერი სიმშვიდისა და მდგრადობის განცდას გვანიჭებს, ხოლო ყვითელი, როგორც ოპტიმიზმისა და სითბოს წყარო, მზის სხივებით გაჟღენთილი მხიარული ენერგიით.
ამ ორი ფერის გამოყენება არ არის აუცილებელი თანაბარი პროპორციებით. რომელიმე მათგანი,შეიძლება ჭარბობდეს ინტერიერში, ავეჯზე, ტექსტილსა თუ დიზაინზე.
თეთრი !
თეთრ ფერს სეზონი, წელი და საუკუნე არ აქვს, ის ყოველთვის ტრენდულია!
ბეჟი და თეთრი ფერი გემოვნებიანად ჯდება ერთმანეთში.
მწვანე!
ზოგადად მწვანე სიახლისა და დადებითი განწყობის ფერია და 2021 წლის ინტერიერში ხალისი აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს.
კრემისფერი !
ამ წლის ტრენდულ ფერებში კრემისფერიც მოხვდა და როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, 2021-ში ბეჟი ტონალობები ხშირად შეგხვდებათ.
2021 წელი ნეიტრალურობისა და სისადავის წელია!
ვარდისფერი!
2021 წლის ფერებში ღია, ჭუჭყიანი ვარდისფერიც გამოერია. ეს წელი ნეიტრალური ფერების წელია, ცოტა მინიმალიზმის შტრიხებით.
ბუნების ფერები!
და ბოლო ტრენდი, რომელზეც ვისაუბრებთ, შთაგონებას იღებს ისევ და ისევ ბუნებიდან და ინტერიერიც მაქსიმალურად ბუნების ფერებშია გადაწყვეტილი. აქ დომინირებს ხის, მეტალის, ტყის, თიხის და სხვა ნატურალური ფერები, რომელიც ქმნის გარემოს იდეალურს მედიტაციისა და რელაქსაციისთვის ხანგრძლივი დღის შემდეგ მოსასვენებლად.