საკუთარ ბინაში დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო გზა ინტერიერის თქვენ თავზე მორგებაა. ფერების, ავეჯის განლაგების, თუნდაც უმნიშვნელო დეტალების დაკვირვებით შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ბინის ინტერიერი თქვენს ინტერესებსა უნდა ითვალისწინებდეს.
ფერთა გამას განწყობაზე დიდი გავლენა აქვს. სახლის დიზაინს თანაბრად უნდა შეეძლოს პოზიტიური განწყობის, აღტაცების, სიმშვიდის შეგრძნების გამოწვევა.
დღევანდელ ბლოგში ხუთ რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი სახლის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაგეხმარებათ.
1.ლურჯი
მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ფერთა გამას და ერთმანეთისგან განსხვავებულ ფერების ტონებს მოერიდოთ. შეარჩიეთ ერთი საბაზისო ფერი, რომელსაც სხვადასხვა ტონებით გაახალისებთ. თუ ფერადოვნების მიღწევა გსურთ, თეთრი საუკეთესო ძირითადი ფერია, რადგან მარტივად მართვადია. ლურჯის ტონებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ - შაბიამნისფერი, კობალტისფერი, ლაჟვარდისფერი თუ ზღვისფერი. ექსპერიმენტები და ფერებით გადატვირთვა საუკეთესოა ბინის შემოსასვლელში, რადგან ადამიანს დიდი დროის გატარება არ უწევს და თვალი ნაკლებად იღლება. სახლში დაბრუნებისას განწყობის ამამაღლებელ, გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს და საღამოს ჰარმონიულად გატარებისთვის შეგამზადებთ.
2. ყვითელი
ეს არის ყველაზე მსუბუქი და კაშკაშა ფერი სპექტრში, ეს არის სინათლის ფერი და რაც მთავარია ერთ-ერთი ძირითადი ფერი. ყვითელი ფერი ამხნევებს, ტონუსში მოყავს ადამიანი, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ააქტიურებს ტვინის უჯრედებს, ასოცირდება მზესთან, სითბოსთან, ზაფხულთან. აქვს ნეგატიური ენერგიის შთანთქმის უნარი. მარტივად ერწყმის ბევრ სხვა ფერს.
3. ცისფერი
ამ ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ადამიანზე, აღძრავს კარგ მოგონებებს. ადამიანს ანიჭებს სიმშვიდეს და უდარდელობას. ამიტომ ითვლება რომ ერთ ერთი საუკეთესო ფერია ინტერიერის გასაწყობად. ცისფერი შტრიხები, დეკორაციები და აქსესუარები ნამდვილად კარგ შედეგს მოგვცემს.
4. მწვანე
ყველაზე კომფორტული, სასიამოვნო და ხალასი ფერია მთელს პალიტრაში, რომელსაც მოაქვს მხოლოდ დადებითი ემოციები. ასოცირდება სიცოცხლესთან, ბუნებასთან, ბუნების გამოღვიძებასთან, სუფთა ჰაერთან, მინერალებთან. აქვს საოცარი ანტისტრესული ზემოქმედება, ამიტომ ამ ფერის გამოყენება ინტერიერში შეიძლება ყველა დანიშნულების ოთახში: სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი, მისაღები და ა.შ.
5. ნარინჯისფერი
ნარინჯისფერის გამოყენება ინტერიერში მოითხოვს ძალიან დიდ სიფრთხილეს, რადგან ეს არის ძალიან ენერგიული ფერი. მიუხედავად იმისა რომ ნარინჯისფერს გააჩნია უამრავი ტონალობა, მაინც მიღებულია რომ ამ ფერით მოხდეს აქცენტირება, დეკორირება, გაწყობა და არა მთალიანად წარმოდგენა ინტერიერში. თუმცა ძირითად ფერად გამოყენების ერთეული შესანიშნავი მაგალითებიც არსებობს.
ამ ფერის აქსესუარებს შეუძლია ინტერიერი გახადოს იცოცხლით სავსე, თბილი, აქტიური.