ყოველ დღე სარკეში ჩახედვა და გაღიმება საკმარისია იმისთვის, რომ შენი ცხოვრება შეცვალო.ამბობენ რომ თუ ყოველი დილას სარკეში გაღიმებით დაიწყებთ, მთელი დღე პოზიტიური გექნებათო. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ - რატომ უნდა იყოს სარკე ინტერიერში და სად უნდა ჩამოკიოთ ის.
სარკე ოთახში სივრცის შეგრძნებას ქმნის !
თუ პატარა ოთახი გაქვთ და ფერებითა და ავეჯით მოცულობას ვეღარ ამატებთ, მაშინ დროა სარკის არჩევაზე იფიქროთ.
ინტერიერში სარკის პირველი დანიშნულება სივრცის შექმნაა, სარკე საშუალებას აძლევს სინათლეს თანაბრად განაწილდეს ოთახში და ვიზუალური ეფექტი უფრო გაზარდოს. სარკის ამრეკლავი ზედაპირი ქმნის სივრცის, სიღრმულ ილუზიას, რაც ოთახსა და სახლს უფრო დიდს წარმოაჩენს.
სარკე ულევი სინათლის წყაროა !
ეს ჯადოსნური გამოგონება, არამარტო აფართოებს სივრცეს, არამედ ოთახში მეტ სინათლეს აგროვებს. სარკეს არ შეუძლია სინათლის შექმნა ის ასახავს მას.
სარკის ზედაპირი ოთახში შემოსული სინათლის უმეტეს ნაწილს ირეკლავს და უფრო ნათელ ინტერიერს ქმნის.
სარკეს შეუძლია ფოკუს-წერტილის შექმნა !
სარკის სწორად ჩამოკიდებით, შესაძლებელია ოთახში ფოკუს-წერტილი შეიქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სარკეში ჩახედული და მასთან მიახლოებული ყველა ადამიანი იმ კონკრეტულ ავეჯს დაინახავს რომელზეც აქცენტის გაკეთება გსურთ.
სარკე ინტერიერის ნებისმიერ დიზაინს უხდება !
განსხვავებული ფორმის სარკეები, ფერადი და საინტერესო ჩარჩოები ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება, სარკე ოთახში იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც სხვა ვერცერთი დეკორით შეივსება, თითქოს ინტერიერი ითხოვს სარკის დაკიდებას.
სარკე მისაღებში !
სახლში შემოსვლა, სახლიდან გასვლა და დამშვიდობება მისაღების სარკით იწყება და მთავრდება. სახლიდან გასვლისას ბოლო ჩახედვაც მისაღებში ესწრება ამიტომ სარკე აქაც აუცილებელია.
სარკე საძინებელში !
დღე გაღიმებით უნდა დავიწყოთ ამისთვის კი საძინებელში სარკე დაგვჭირდება!