სიახლეები

შემოდგომა მშვენიერი დროა რომ სახლი მოიცვას თბილმა ფერებმა.


შემოდგომის მოსვლას ინტერიერის დიზაინერებიც მომზადებულები დახვდნენ !

გთავაზობთ 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის !

 

თბილი ფერები !

 

2021 წელს საშემოდგომოდ თბილი პალიტრის ყველა ფერი გაითვალისწინეთ. ნატურალური გადაწყვეტები კვლავ მოდაშია.

ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი, კრემისფერი და სხვა მსგავსი ფერები შემოდგომას იპყრობს !

 

 

ვინტაჟური დეკორი !

ეძიეთ კომფორტი იმაში, რაც წლებია სახლში გაქვთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ ვინტაჟური ნივთები.
წელს შემოდგომაზე ვინტაჟი კვლავ უბრუნდება აქტუალური დეტალების სიას, ასე რომ კარგად ნაცნობისა და მივიწყებული ძველი ნივთების, ფერებისა და ავეჯის მოძებნის დროა!

 

 

კომფორტული და თბილი მატერიები !

არსებობს ერთი რამ, რაც თითქმის ყველა დიზაინერს ეხმარება - ეს ულტრა რბილი ქსოვილები და ბუნებრივი მატერიებია.
შემოდგომის 5 ტრენდს შორის მატერიებიც შედის, შეარჩიეთ ახალი გადასაფარებლები, ფარდები, პლედები და შემოდგომას მომზადებული შეხვდით.

 

 

ფუმფულა საწოლი !


ფენებად გაშლილი ლოგინი, ბევრი ბალიშით, გრილ დღეებში ყველაზე კომფორტული არჩევანია და ყვითელ-წითელ სეზონს ძალიან უხდება .

 

 

დეტალები ბუნებიდან !

ინტერიერში შემოდგომის შემოტანა და დღესასწაულად ქცევა ძალიან მარტივია, მითუმეტეს, თუ ეს სეზონი ისევე გიყვართ, როგორც წელიწადის სხვა დროები. ამისათვის კი, სულაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა - უბრალოდ, შეაგროვეთ ფოთლები, ხილი, ხმელი ყვავილები, მოკლედ - შემოდგომის ნობათი და შეუდექით აქსესუარების დამზადებას სახლისთვის.
ამ, თითქოსდა, მარტივ დეტალებს ოთახის იერსახის სრულად შეცვლა და ინტერიერში ხასიათის შემოტანა შეუძლია.