სიახლეები

ყველა ადამიანს სურს ბინაში სიმყუდროვის და კომფორტის შეტანა. გახადოს იინტერიერი თბილი, კომფორტული და სასიამოვნო. ამისთვის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს !

 

1. წიგნები

სრულიად შესაძლებელია, რომ საყვარელმა წიგნებმა თქვენს ბინას კომფორტი შემატოს. თუმცა, მათ ერთმანეთთან ახლოს ნუ მოათავსებთ და ნუ დაიკავებთ თაროზე მთელ ადგილს. უმჯობესია მასზე რამდენიმე წიგნი დაალაგოთ და მათ გვერდით რაიმე სახის დეკორი მოათავსოთ: ოთახის ყვავილი, მოდური სტატუეტი. ასე სივრცე გადატვირთული არ იქნება, რაც ნამდვილად შემატებს ბინაში სიმყუდროვისა და ჰარმონიის შეგრძნებას.

 

 

2. ბალიშები და პლედები

რბილი, თბილი სახლის ტექსტილი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკულიცაა. მთავარია, შეიძინოთ ისეთი აქსესუარები, რომლებიც ინტერიერთან ჰარმონიაში იქნება და მისგან მკვეთრად არ გამოირჩევა.

 

3. ყვავილები

დეკორის ისეთი ელემენტი, როგორიც სახლის მცენარეა, არასდროს არის წამგებიანი. ყვავილები ხომ სახლში გარკვეულ ენერგეტიკას ქმნიან, ისინი მას სასიამოვნო არომატით ავსებენ. თუმცა, არც მწვანე კულტურა უნდა დაგვიწყდეს. და, რა თქმა უნდა, მთელი ფანჯრის რაფაც ქოთნებით არ უნდა გადაავსოთ, როგორც ამას ბევრი დიასახლისი აკეთებს. ეს სივრცეს ძალიან ტვირთავს.

 

 

4. ფოტოები

ფოტოსურათები სახლს ცოცხალი ენერგიით აავსებს. ისინი შეგიძლიათ განათავსოთ არა მხოლოდ ჩარჩოებში, არამედ მათგან სხვადასხვა გირლიანდები, კოლაჟები შექმნათ. და ის, თუ სად და როგორ განათავსოთ ისინი, თავად გადაწყვიტეთ.

 

 

5. ხელნაკეთი ნივთები

სახლის კეთილმოწყობისას, გარდა შეძენისა, შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ დეკორაციული ნივთები. ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის გაახარებს თვალს. შეავსეთ სივრცე ასეთი დადებითი ემოციებით.

 

 

6. ხალიჩები

შიშველ იატაკზე სიარულისას არა მხოლოდ შეგცივდებათ, არამედ უსიამოვნოდაც იგრძნობთ თთავს. და თუ მასზე ფუმფულა ხალიჩას დააგებთ, რომელშიც ფეხები "ჩაიძირება"? რა თქმა უნდა, ხალიჩის ტიპი დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოთ. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ის აუცილებლად უნდა შეუსაბამოთ ინტერიერსა და ავეჯის სტილს.

 

 

7. ფარდები

ფარდები ასევე შეიძლება გახდეს საშინაო კომფორტის ელემენტი. ისინი აუცილებლად უნდა იყოს ავეჯთან და ხალიჩასთან ჰარმონიაში.