სახლის ინტერიერში შემოდგომის მუხტის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელიწადის ამ დროს სახლი სიმყუდროვის და სითბოს ნამდვილ კერად იქცევა.
დღეს ვისაუბრებთ 2021 წლის შემოდგომის ტრენდებზე.
1. თანამედროვე ნატურალური ტონები
აქცენტი ბუნების ელემენტებზე,იდეალური დიზაინია შემოდგომისთვის. ავეჯი ბუნებრივი ხის ეფექტის ზედაპირით. ასეთ ინტერიერის დიზაინში შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ თბილი ნაცრისფერი ფერის ელემენტები, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ნოხები და ამგვარად, ნებისმიერ ოთახს სრულყოფილი, დასრულებული ელფერი შესძინოთ.
კლასიკური ოქროსფერი!
ოქროსფერი კლასიკაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. აქციეთ ოქროსფერი თქვენი ოთახის ამოსავალ წერტილად ამ შემოდგომას. დააფინეთ ლამაზი, ოქროსფერი ხალიჩა და შეუხამეთ მას შუა-საუკუნის მოდერნული ავეჯი. შედეგად მიიღებთ უახლესი ტრენდების შესაბამის დიზაინს.
ვარდისფერი!
ტრადიციული ვარდისფერი იდეალურია შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში. ეს ფერი არ ღლის თვალს, სტილურია და ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. ასევე ვარდისფერი ტონები კარგად მუშაობს ნაცრისფერთან. ასევე, შეგიძლიათ უფრო თამამად იმოქმედოთ და მთელს ავეჯზე ხავერდის ვარდისფერი გადასაკრავი გამოიყენოთ.
საშემოდგომო სამზარეულო !
შეავსეთ თასი სეზონური ხილით როგორიცაა ვაშლი, ბროწეული, მსხალი, გოგრა ან ხურმა. დააწყვეთ ხილის თასები სამზარეულოს მაგიდასა და თაროებზე. შემოდგომის ნობათის პრეზენტაბელურად წარმოჩენა თქვენს სამზარეულოს მეტად მიწიერსა და მყუდროს გახდის.
დეკორაცია !
დეკორაცია ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სახლს ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის. შემოდგომის მუხტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ბუნებრივ დეკორს მიმართოთ. დაწნულ კალათზე წიწვებისა და გირჩების განთავსება ვიზუალურ ეფექტთან ერთად ტყის სურნელსაც შემოიტანს თქვენს სახლში.
კაშკაშა ფერები!
ფერადი და მხიარული დიზაინი იდეალურია შემოდგომის ინტერიერისთვის. აურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა კოპლები, გეომეტრიული ფიგურები და ხაზები სრულყოფილი და ძალიან თანამედროვე ლუქის მისაღებად.
დიზაინერები ამბობენ , რომ 20121 წელს შემოდგომის მოახლოებასთნ ერთად, შეგიძლიათ აურიოთ და ითამაშოთ სხვადასხვა სტილებითა და პოპულარული, თამამი ფერებით რათა თქვენი სივრცე აქციოთ გარემოდ, რომელიც სტილური, კომფორტული და ამავდროულად, ყველასთვის მიმზიდველი იქნება.